среда, 17 марта 2010 г.

ენერგიის ხარჯი და დაზოგვის გზები



პროექტის სახელი:
ელექტროენერგიის ხარჯი და დაზოგვის გზები.
პროექტის მოკლე აღწერა:
მოსწავლეები იკვლევენ ოჯახში ელექტროენერგიის უყაირათო ხარჯვის მიზეზებს და ადგენენ მათი აღმოფხვრის გზებს.
პროექტის სრული აღწერა:
მოსწავლეები უნდა დავყოთ სამ სამუშაო ჯგუფად. თითოელი ჯგუფი იმუშავებს რომელიმე ერთი მიმართულებით და ბოლოს მოხდება შედეგების შეჯერება.
I. ჯგუფი–
მოსწავლები ადგენენ ელექტროენერგიის უყაირათო ხარჯვის მიზეზებს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ხშირად ანთია ნათურები და ჩართულია სხვა ელექტროხელსაწყოები მაშინ, როდესაც ისინი საჭირო არ არის;
II. ჯგუფი– მოსწავლეები ადგენენ მათი ოჯახის მიერ ერთ თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას; ცალ–ცალკე გამოითვლიან თიღოეული მოწყობილობის მიერ მოხმარებული ენერგიის ოდენობას;
III.ჯგუფი–მონაცემთა ანალიზისთვის ადგენენ ცხრილებს და დიაგრამებს; იყენებენ ფიზიკურ ფორმულებს. კერძოდ, დახარჯული ენერგიის გამოსათვლელად მოწყობილობის სიმძლავრე უნდა გამრავლდეს მუშაობის ხანგრძლივობაზე; დახმარებისათვის შეიძლება მიმართონ მშობლებს ან უფროს და–ძმას.
მონაწილეთა ასაკი: 14–15 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები აწარმოებენ სკოლაში ელექტროენერგიის მოხმარების მონიტორინგს; ავლენენ ყველაზე უყაირათო კლასს. დირექციას მისცემენ რეკომენდაციებს ელექტროენერგიის ეკონომიურად ხარჯვის შესახებ.
მოსალოდნელი შედეგები:
· მოსწავლეები ისწავლიან მონაცემთა წარმოდგენას ცხრილებისა და დიაგრამების სახით;
· ენერგიის ხარჯის შემცირება, რის საფუძველზეც გაკეთდება ეკონომია, შესაბამისად გაიზრდება ოჯახის ბიუჯეტი;
· მოსწავლეები მიეჩვევიან და სხვასაც ასწავლიან ენერგიის დაზოგვას. შესაბამისად დაიზოგება ენერგია ქვეყნის მასშტაბით.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან კავშირი: მათემატიკა, ქიმია, ინფორმატიკა.
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: www.liaalania.blogspot.com

2 комментария: